WinExpo 2024-ის ფარგლებში, ტრადიციულ, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მეღვინეობა „ჩელთიმ“ 1 5 ჯილდო აიღო, აქედან 4 ოქროს მედალი და ორი ტროფი.
„ერთი ტროფი ჩვენს კომპანიას მიენიჭა საუკეთესო ქართული მშრალი წითელი ღვინის წარმოებისთვის, ხოლო მეორე ტროფი საუკეთესო ქვევრის მშრალი წითელი ღვინის შექმნისთვის მოგვენიჭა“, - ამის შესახებ „მეღვინეობა ჩელთის“ კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა.
„ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება, რადგან ეს არის პროფესიონალური ჟიურის შეფასება. „ჩელთის“ ღვინის ხარისხი, უცხოელმა ღვინის მაგისტრებმაც შეაფასეს და ძალიან გვიხარია, რომ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტების აზრით „ჩელთი“ გახდა გამარჯვებული და მიიღო მაღალი შეფასება“, - განაცხადა ანა მირიანაშვილმა.
„ჩელთის“ კომერციული დირექტორის შეფასებით, ეს ჯილდო პირველ რიგში ადგილობრივ ბაზარზეც კომპანიის ცნობადობას გაზრდის, რაც გაყიდვებზეც აისახება.
„შაბათს მივიღეთ ეს ჯილდო და კვირას უკვე ვიზიტორების რაოდენობა გაორმაგდა, რომლებიც გამარჯვებული ღვინის დეგუსტაციით დაინტერესდნენ. რაც შეეხება უცხოეთის ბაზარს, ჩვენს პარტნიორებსაც მივაწვდით ამ ინფორმაციას და შესაძლოა ღვინის ეტიკეტზეც დაიტანოთ“, - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა.
რაც შეეხება უცხოეთის ბაზრებს „ჩელთი“ აქტივობას გეგმავს ევროკავშირისა და ბრიტანეთის ბაზარზე.
„18 ივნისს გვაქვს დაგეგმილი ღონისძიება ინგლისის ბაზაზე. ამ მიმართულებით გავაქტიურდით. კვირის ბოლოს „ჩელთის“ ღვინოები ერთ-ერთ დიდ მასშტაბურ გამოფენაზე უნდა წარმოვადგინოთ. პარტნიორებთან ერთად გვექნება დაგეგმილი ინგლისის სხვადასხვა აქტივობა ინგლისის ბაზარზე. მანამდე აშშ-ში წარმოვადგინეთ ჩვენი ღვინოები. ვგეგმავთ აქტივობას იტალიისა და გერმანიის ბაზარზეც“, - განაცხადა ანა მირიანაშვილმა.
ამ დროისთვის „ჩელთის“ ღვინოები 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი და კომპანია 20 მდე დასახელების ღვინოსა და ჭაჭას აწარმოებს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება