USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესი შესაძლოა, ნებისმიერ გარემოსა და თამაშის წესებს აეწყოს, მთავარია, ეს იყოს გამჭვირვალე და გასაგები - არჩილ გაჩეჩილაძე

ბიზნესი შესაძლოა, ნებისმიერ გარემოსა და თამაშის წესებს აეწყოს, მთავარია, ეს იყოს გამჭვირვალე და გასაგები - არჩილ გაჩეჩილაძე

2023-10-27 13:33:10

მსხვილი ინვესტორების მხრიდან საინტერესო აქცენტები გაკეთდა, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს.

მისი თქმით, ქვეყანაში კაპიტალის განთავსებისას პოტენციურ ინვესტორებსა და მსხვილ ბიზნესს რამდენიმე საკითხი აღელვებს:

„ერთი მხრივ არის ლარის სტაბილურობაზე საუბარი და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ესმოდეთ როგორ ხდება ლარის კურსის მართვა და რას უნდა ელოდნენ. ბოლო წლებია ნამდვილად სტაბილურობაა და კარგი ტენდენციები.

რაც შეეხება სხვა აქცენტებს, ასევე ხაზი გაესვა მსხვილი ბიზნესისა და ინვესტორების მხრიდან იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ბიზნესგარემოში. კონკრეტულად ერთ-ერთმა ინვესტორმა იგულისხმა რეგულაციების კუთხით სტაბილური გარემო. ხშირ-ხშირი ცვლილებები ბიზნესს არ მოსწონს. ბიზნესი შესაძლოა, ნებისმიერ გარემოსა და თამაშის წესებს აეწყოს. მთავარია ესმოდეს თამაშის წესები და ეს იყოს გამჭვირვალე და გასაგები თამაშის წესები“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები