USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებით, საცალო პროდუქტების მოხმარებაც გაიზრდება - გიორგი ბარათაშვილი

ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებით, საცალო პროდუქტების მოხმარებაც გაიზრდება - გიორგი ბარათაშვილი

2023-09-14 15:00:03

ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკის დაზღვევის მექანიზმია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეისათვის საქართველოში ავტომობილების მხოლოდ 10%-ია დაზღვეული, რაც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

„მივესალმებით, რომ საპარლამენტო განხილვისთვის კანონპროექტი უკვე მზადაა. ველით, რომ განხილვები დაიწყება და მომავალი წლიდან კანონი დაიწყებს ამოქმედებას. მოგეხსენებათ, რომ დაზღვევის ეს სახეობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკის დაზღვევის მექანიზმი და მისი შემოღება სამოქალაქო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

საქართველო დღემდე ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც მესამე პირის წინაშე მძღოლის პასუხისმგებლობა არ არის სავალდებულო. მნიშვნელოვანია, რომ ვდგამთ ნაბიჯს წინ და ვუერთდებით ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც კანონი მოქმედებს.

მოგეხსენებათ, რომ დღეისათვის საქართველოში ავტომობილების მხოლოდ 10%-ია დაზღვეული, რაც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია. დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო MTPL-ის შემოღება მომხმარებელს დაანახებს დაზღვევის სიკეთეს და პრაქტიკულობას და შესაბამისად, საცალო პროდუქტების მოხმარებაც გაიზრდება.

 მზად ვართ, რომ დანარჩენ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად ჩავერთოთ პროექტში და ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეების ეს პროდუქტი მოულოდნელი ხარჯებისგან რეალურად დაიცავს. განსაკუთრებით ვტოსაგზაო შემთხვევების იმ სტატისტიკის ფონზე, რაც საქართველოშია.

ჩვენი მხრივ, ასევე მაქსიმალურად ჩავერთვებით ცნობიერების ამაღლების კუთხით ყველა კამპანიაში, რომელიც ამ პროდუქტის სიკეთის ახსნასა და მომხმარებლამდე მიტანას გულისხმობს“, - განაცხადა  Business Insider Georgia-სთან „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონპროექტზე საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია საუბარი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საშემოდგომო სესიისთვისაა გათვალისწინებული.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები