USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტოდაზღვევში მოზიდული პრემიით თიბისი პირველია

ავტოდაზღვევში მოზიდული პრემიით თიბისი პირველია

2024-05-09 23:00:00

2023 წლის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ  205 მლნ. ლარი შეადგინა. 

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში ყველაზე მეტი პრემია 2023 წელს თიბისი-დაზღვევამ მოიზიდა. პრემიის მოცულობა ₾52.6 მილიონს შეადგენს, ხოლო კომპანიის მიერ მოპოვებული ბაზრის წილი 26%-ია. 

მეორზე ადგილზეა „ალდაგი“ -  48.4 მილიონი ლარი, ბაზრის წილი - 24%; მესამეა ჯიპიაი - 27.4 მილიონი ლარი, ბაზრის 13%; შემდეგ ირაო - მოზიდული პრემია 12.2 მილიონი ლარი, ბაზრის - 6%; მეხუთე პოზიციაზეა „ნიუ ვიჟენ“-ი 11.2 მილიონი ლარით, ბაზრის - 5%; სხვა კომპანიებმა ჯამურად 2023 წელს ავტოდაზღვევის სექტორში 53.3 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს და მათზე პრემიის მიხედვით ბაზრის 26% ნაწილდება. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 063,6 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 248,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 300,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 374,3 მილიონ ლარს

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები