USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„არაგვისპირის მარანი“ ასორტიმენტს აფართოებს - წლის ბოლომდე გაყიდვებს ორი ახალი ღვინო დაემატება

„არაგვისპირის მარანი“ ასორტიმენტს აფართოებს - წლის ბოლომდე გაყიდვებს ორი ახალი ღვინო დაემატება

2023-03-04 00:00:26

თბილისიდან 45 კილომეტრში, ქართული ღვინისა და გასტრონომიის სივრცეში, Business Insider Georgia -ს მეგზური ეკა ჩიკვილაძეა, ფერმერთა ასოციაციის წევრი და პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ბენეფიციარი.

ეკა ჩიკვილაძის ოჯახმა მარნის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. თუმცა მანამდე რამდენიმე დასახელების ქართული კერძს აწარმოებდა. საოჯახო ბიზნესი ძირითადად პანდემიის შემდგომ პერიოდში განვითარდა - შექმნა ბრენდი, რომელშიც  შერწყმულია საქართველოს ყველა კუთხის კულინარია და  საოცარი არომატით როგორც ქართველი, ასევე უცხოელ ტურისტებს აღაფრთოვანებს.

ამ ეტაპზე ოჯახური ბრენდის ქვეშ იწარმოება გამომშრალი პომიდორი მთის სუნელებით, ჭაჭაში დავარგებული შავი ქლიავი, წითელი და მწვანე ახლად შეკმაზული ტყემალი და ა.შ. რაც შეეხება ღვინოს, როგორც ეკა ჩიკილაძე გვაცნობს, 3 დასახელებისაა: ,,რქაწითელი", ,,თაკვერი"  და ,,ჩინური".

„წარმოება 2010 წელს დავიწყე, თუმცა ბაზარზე  2019 წლიდან ვართ. „არაგვისპირის მარანი“ რეალურად ერთ სივრცეში მოქცეული საქართველოა. ტურისტს, რომელსაც  არ აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ყველა კუთხე მოინახულოს,  გასტრონომიულ მეგზურობას ვუწევთ.

შესაძლებლობას ვაძლევთ, შეიგრძნოს ყველა კუთხის კულინარიის სურნელი,  ეზიაროს ქართულ გასტრონომიულ კულტურას და დადებითად განეწყოს. ვუყვებით ბევრს, ახლებურად გვინდა დავანახოთ და გავაცნოთ საქართველო. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვიდა", - ამბობს ქალი მეწარმე.

„არაგვისპირის მარნისთვის" განსაკუთრებით წარმატებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილი ფესტივალებია, რითაც საზოგადოებამ უკეთ გაიცნო.

„ბაზარზე გასვლის პერიოდს დაემთხვა პანდემია, რის გამოც მარნის მშენებლობა დროებით შევაჩერეთ, თუმცა ონლაინ-გაყიდვები გავააქტიურეთ. უკვე 2022 წელს შევედით ბაზარზე უფრო ფართო ასორტიმენტით. ჩემს ქალიშვილს, სოფია ჯოხაძეს,  გაუჩნდა იდეა, პროდუქცია ბაზარზე გაგვეტანა.

„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" მონაწილე და ბენეფიციარია. ბიზნესის გასაფართოებლად და წარმოებისათვის საჭირო ტექნიკის შესაძენად, პროგრამისაგან დაფინანსებაც მოიპოვა. ბრენდს მივეცით ლოგო,  წარვადგინეთ ბაზარზე, ნელ-ნელა გაგვიცნო მომხმარებელმა.  ძალიან დამეხმარა ისიც, რომ ფერმერ ქალთა ასოციაციის პროგრამაში, ,,ქალთა გაძლიერება ეკონომიკურად",   მასტერკლასების სივრცის მოწყობაზე მოვიპოვე გრანტი. რაც მთავარია, ჩვენი იდეა დაიჯერეს, გვენდვნენ და და გავამართლეთ! ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაგვიფინანსდა 2 მიმართულება - ეზო და პროდუქციის გამოშვება", - ამბობს Business Insider Georgia -  თან ეკა ჩიკვილაძე.

ამდენად, ,,არაგვისპირის მარანი" არის სივრცე ყველა გემოვნების მომხმარებლებისთვის, რომელთაც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს. ვინტაჟური გარემო რამდენიმე  ნომერს აერთიანებს და სტუმრებს განთავსებასთან ერთად, გასტრო ტურშიც ჩართვასაც სთავაზობს.

კომპანიის საინვესტიციო თანხა 400 000 ლარს შეადგენს. ბრენდი გაფართოებას გეგმავს. ღვინოების ასორტიმენტს წელს დაემატება კიდევ ორი დასახელება: ,,თავკვერი როზე" და ,,ქისი". ,,არაგვისპირის  მარნის" სამომავლო გეგმებშია ექსპორტიც, სწორება, რა თქმა უნდა, ევროპულ ბაზრებზეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები