USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Aqualia-მ ჟინვალის ჰიდროკომპლექსში გამყვანი გვირაბის გეგმიური რეაბილიტაცია დაასრულა

Aqualia-მ ჟინვალის ჰიდროკომპლექსში გამყვანი გვირაბის გეგმიური რეაბილიტაცია დაასრულა

2024-07-05 16:16:00

GWP-ის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia ჟინვალჰესის გამართული და სტაბილური ოპერირებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. GWP-ის ინფორმაციით ჰიდროკომპლექსის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 2.2 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელა. 

ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის სიგრძე 9 კილომეტრამდეა. გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში მოხდა გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა და ფილტრაციული კერების აღმოფხვრა. 

„ჟინვალის წყალსაცავსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟინვალის წყალგამყვან გვირაბში მიმდინარეობს, რომლის საშუალებითაც ხდება წყლის ტრანსპორტირება დედაქალაქის მიმართულებით. მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, რაც გვირაბული წყალდენის ექპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს",-განაცხადა GWP-ის წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორმა, ბიქტორ სოლისიმ.

ჰიდროკომპლექსის სტაბილური ოპერირებისთვის 2024 წლის ბოლომდე Aqualia 7.2 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ჟინვალის ჰიდროკომპლექსში უკვე დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის, 4 ერთეული HB3-C-ის ტიპის, საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები, რომელსაც განსაკურებული მნიშვნელობა აქვს ჰესის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები