USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Aqualia-მ ჯივიპის ავტოპარკის განახლებისთვის 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა

Aqualia-მ ჯივიპის ავტოპარკის განახლებისთვის 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა

2024-04-06 01:11:00

ესპანური კომპანია Aqualia  ევროპული სტანდარტების დანერგვას ჯივიპიში სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად  აგრძელებს.  წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე დაზიანებებზე რეაგირების დროის შემცირებისა და ოპერატიულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით კომპანიაში დამატებითი სპეცტექნიკის შეძენა  და ავტოპარკის განახლება მიმდინარეობს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად უპრეცედენტოდ დიდ ინვესტიციას განახორციელებს. ჯივიპის ავტოპარკის განახლება და სპეცტექნიკის დამატება Aqualia-ს მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმის ნაწილია. გასულ წელს ჩატარებულმა სისტემურმა აუდიტმა აჩვენა, რომ კომპანიაში არსებული ტექნიკური რესურსი არ იყო საკმარისი პროცესების ეფექტიანად და ოპერატიულად სამართავად.  განხორციელებული ინვესტიციის  შედეგად  ჯივიპის  ეყოლება ოპტიმალური რაოდენობის სპეცტექნიკა  ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად." - გიგა ნადირაძე, gwp-ს აქტივების მართვის დირექტორი.

4 მილიონამდე ლარის ინვესტიციის ფარგლებში ჯივიპიმ "ფორდის" მარკის ხუთი ერთეული სპეცტექნიკა, მათ შორის წყალარინების ქსელის საწმენდი ვაკუუმის მანქანა, სასმელი წყლის ავზიანი მანქანები და სპეციალური საევაკუაციო მანქანები შეიძინა. ამასთანავე ჯივიპიმ ავტოპარკისთვის დამატებით 48 ერთეული "რენოს" მარკის მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილი შეისყიდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები