სადაზღვევო კომპანია ალდაგი, კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში პარაპლანით პროფესიონალ მფრინავებს, ახალ პროდუქტს სთავაზობს.
ალდაგის ახალი სადაზღვევო პროდუქტი მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობისა და მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევას გულისხმობს. ალდაგში შესაძლებელია როგორც არაკომერციული, ისე კომერციული დანიშნულების მქონე ფრენების შესაბამისი პოლისების შეძენა. ერთადგილიანი პარაპლანის ან არაკომერციული დანიშნულების მქონე ორადგილიანი პარაპლანისთვის ხდება მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის შეძენა, ხოლო კომერციული დანიშნულების მქონე ორადგილიანი პარაპლანისთვის დამატებით მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევაა აუცილებელი.
ალდაგის ახალი პროდუქტის ფარგლებში, მომხმარებლებისათვის პრფესიონალი უფლებამოსილი მფრინავებისათვის (კომერციული და არაკომერციული ფრენების მიხედვით) წინასწარ განსაზღვრულია პირობები და ფიქსირებულია შესამაბისი წლიური პრემია.
„მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია კიდევ ერთი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს, კერძოდ , პარაპლანით მფრინავებს. ალდაგი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც პროფესიონალ მფრინავებს ფრენასთან დაკავშირებული რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად სპეციალური პროდუქტი შესთავაზა,”- აცხადებენ ალდაგში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება