USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქში ყველაზე დიდი გამწვანებით - „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა დაიწყო

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქში ყველაზე დიდი გამწვანებით - „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა დაიწყო

2024-02-15 12:51:00
  • მეტროპოლ ქავთარაძის საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში სიმბოლური კაფსულჩაიდო
  • ორ 25-სართულიან კორპუსს ერთი ჰექტარი ფართობის სარეკრეაციო ზონა ექნება
  • საცხოვრებელი სახლები მაღალი თერმომარეგულირებელი ეფექტურობის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება

ქავთარაძის ქუჩაზე დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს. მშენებლობის ადგილას, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულიკომპანიის ხელმძღვანელებმა მცხოვრებლებთან ერთად ჩადეს. კაფსულში განათავსეს დოკუმენტი, რომელსაც მომხმარებლების ხელმოწერები ახლავს თან.

„მეტროპოლ ქავთარაძის“ მასშტაბური პროექტი, ჯამურად, 16 490 მ2 ფართობს მოიცავს და დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკრეაციო ზონით გამოირჩევა. კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2026 წლისათვის არის განსაზღვრული, შედეგად თბილისს ახალი საცხოვრებელი სივრცე შეემატება ერთი ჰექტარი გამწვანებული ტერიტორიით. ორი 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებისათვის მოეწყობა სპორტული მოედნები, სკვერები და საფეხმავლო ბილიკები. გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი. ქავთარაძის მშენებლობაზე „მეტროპოლი“ 400-მდე ადამიანს დაასაქმებს. ჯამურად, პროექტის ფარგლებში, ბიუჯეტში 20 მილიონ ლარზე მეტი დაგენერირდება.

გიორგი მხეიძე, მეტროპოლის” აღმასრულებელი დირექტორი: მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სტუმრებთან ერთად აღვნიშნავთ ახალი მშენებლობის დაწყებას. ჩვენს ყველა მიმდინარე პროექტს კონკრეტული მახასიათებლები აქვს, მათ შორის არის მეტროპოლ ქავთარაძე“, რომელიც არა რიგითი საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ გამორჩეული სივრცე იქნება უნიკალური სარეკრეაციო ზონით. ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მობინადრეების საჭიროებებზე სრულად მორგებული ინფრასტრუქტურა, სიმშვიდე და უსაფრთხოება - ამ ძირითად ფაქტორებს ერგება მეტროპოლ ქავთარაძე“. გვინდა,შევქმნათ გარემო, რომელიც ნებისმიერი ასაკის მცხოვრებს კომფორტს შეუქმნის. ამასთანავე, სრულად გათვალისწინებულია მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობის კომპონენტი. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ,გარემოსდაცვითი ეფექტის გარდა, ჩვენი მომხმარებელი მთელი წლის განმავლობაში ბინის გათბობის და გაგრილების ხარჯებს მნიშვნელოვნად დაზოგავს“.

შენობის საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიას დაინტერესებული მომხმარებელი, „მეტროპოლის“ ამბასადორები და ბიზნესპარტნიორები ესწრებოდნენ.

თამარ მეხუზლა, „მეტროპოლის“ გაყიდვების დირექტორი: დღეს ჩვენთვის გამორჩეული დღეა, მეტროპოლის” ყველაზე მასშტაბური კომპლექსის მშენებლობა ოფიციალურად დავიწყეთ. ეს ნამდვილად იქნება ქალაქში განსხვავებული საცხოვრებელი სივრცე, რომელიც სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს მცხოვრებლებს. სახლის მფლობელები აქ აღმოაჩენენ გარემოს, რომელზეც ყოველთვის ფიქრობდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მეტროპოლ ქავთარაძის” პროექტში წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია და მოთხოვნა ძალიან მაღალია. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ 21-ე საუკუნის ბინა გამორჩეული უნდა იყოს არა მხოლოდ სტილითა და დიზაინით, არამედ ის ბევრ მნიშვნელოვან კრიტერიუმსაც უნდა აკმაყოფილებდეს. მიხარია, რომ მეტროპოლის პროექტები სწორედ ამ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შენდება“.

კაფსულის ჩადების შემდეგ ღონისძიება „მეტროპოლის“ გაყიდვების ოფისის გახსნით გაგრძელდა. Სივრცე, რომელიც განსხვავებული კონცეფციით შეიქმნა, მომხმარებელს სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. „მეტროპოლის“ გაყიდვების ოფისის პირველ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ამ ახალ კონცეფციას და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. შეხვედრაზე იმსჯელეს სამშენებლო სექტორის მთავარ გამოწვევებსა და „მეტროპოლის“ გეგმებზე.

პროექტი „მეტროპოლ ქავთარაძე“ ორ მრავალსართულიან კორპუსს გააერთიანებს, 534 აპარტამენტით. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას - იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. მინიმალური ფართი - 51,6 მ2, ხოლო მაქსიმალური 187 მ2-ია. კეთილმოწყობილი საპარკინგე სივრცე კი 334 ავტომობილს დაიტევს.  

კომპლექსის მთავარი ხიბლი ერთი ჰექტარი გამწვანებული ტერიტორია და „მეტროპოლის“ბინადრების კომფორტზე მორგებული გარემოა: საფეხმავლო და ველობილიკები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, მოსასვენებელი პავილიონები. კომპლექსის ნაწილი იქნება საბავშვო ბაღი, სავარჯიშო დარბაზი, ასევე საოფისე და კომერციული ფართები.

სხვა პროექტების მსგავსად, „მეტროპოლ ქავთარაძის“ შემთხვევაშიც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალები. მათ შორის გერმანული, უმაღლესი ხარისხის YTONG-ის საფასადო ბლოკები. გენერალური გეგმით გათვალისწინებულია კანონით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის კომპონენტი  და ასევე შენობის გავლენა გარემოზე: შენობა აღიჭურვება გათბობა-გაგრილების ენერგოეფექტური სისტემებით, ბუნებრივი ვენტილაციითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ატმოსფეროში - მავნე აირების გამოყოფას, მობინადრეებისათვის კი კომუნალურ გადასახადებს ამცირებს.

ამჟამად კომპანია „მეტროპოლს“ თბილისსა და ბათუმში კიდევ რამდენიმე პროექტი აქვს. მიმდინარე მშენებლობების ჯამური ფართი 516 200 მ2-ია, პროექტების განსახორციელებლად კი კომპანია 500 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

 

--

მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ოთხ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები