USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
7 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 543 მიწის ნაკვეთი და 4 745 ბინა იყიდეს

7 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 543 მიწის ნაკვეთი და 4 745 ბინა იყიდეს

2023-05-19 13:00:34

2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა მთლიანობაში 424 449.823 კვ.მ. საცხოვრებელი ფართები შეიძინეს.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის 3 878 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება  4 745 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე დარეგისტრირდა. 

„543 მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, დარეგისტრირდა 404 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი შეადგენს 104.098 კვ.მ-ს;

ხოლო, 886 მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, დარეგისტრირდა  829 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი შეადგენს 118.213 კვ.მ-ს.

ამასთან, 2022 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის,   რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საკუთრებაში რეგისტრირებული  შენობა-ნაგებობის გარეშე მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობია 265.049 კვ.მ; ამავე პერიოდისთვის  შენობა-ნაგებობებიანი მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობია 209.600 კვ.მ; ხოლო საცხოვრებელი ბინა/ერთეულების ჯამური ფართობი: 424449.823 კვ.მ“ - აღნიშნულია საჯარო რეესტრის სააგენტოს პასუხში, რომელიც უწყებამ პარლამენტის წევრის  თამარ კორძაიას  კითხვის პასუხად მოამზადა.

(ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული და მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით)

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები