USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს „გორგია“ ევროკავშირის ბაზარზე შევიდა - კომპანია წელს აჯამებს

2023 წელს „გორგია“ ევროკავშირის ბაზარზე შევიდა - კომპანია წელს აჯამებს

2023-12-19 23:00:00

2023 წელს ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ საქართველოში გაფართოების პარალელურად, ქვეყნის გარეთაც გავიდა და ევროკავშირის ბაზარზე, კერძოდ, კი ბულგარეთშიც გამოჩნდა.

როგორც Business Insider Georgia-სთან „გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინა ოქროპირიძემ განაცხადა, „გორგია“ პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი.

„გორგიას“ ფუნდამენტური ღირებულება მუდმივი განვითარებაა,  გასულ წლებში ფილიალი გავხსენით რუსთავში, მარნეულის ფილიალი კი გავაფართოვეთ. მომხმარებლების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე  2023  წლის ბოლოს  ჰიპერმარკეტი გორშიც გავხსენით, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის.  ჩვენ შევქმენით ახალ სამუშაო ადგილებიც, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წლებში გაიხსნა „თელავი მოლი“-პირველი მოლი თელავში, რომელიც 16 ბრენდს აერთიანებს.
საქართველოში გაფართოების გარდა, 2023 წელს „გორგია“ ბულგარეთშიც გამოჩნდა. შესაბამისად, ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი“, - აცხადებს ნინა ოქროპირიძე.

„გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თქმით, 2023 წელი „გორგიასთვის“ მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მათ ქსელში ბევრი ახალი ბრენდის პროდუქციის გაყიდვებიც დაიწყო. 

„2023 წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ახალი ბრენდების გამოჩენითაც. გავხსენით „გენჩის“ პოლიურეთანის პროფესიონალური ლაქ-საღებავების პირველი შოურუმი.

 „გენჩი“ ლაქ-საღებავების წამყვანი ბრენდია, რომელიც ბაზარზე 1976 წლიდან ოპერირებს. შესაბამისად, ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს ქოლორისტთა პროფესიონალი ჯგუფი დაუმზადებს სასურველი ფერისა და მახასიათებლის მქონე საღებავს. 

ასევე 2023 წელს შემოვიტანეთ პოლონური ბაზრის უპირობო ლიდერი ბრენდი- სელფასტი, რომელიც  ბაღის მოვლის საშუალებების სრულ ასორტიმენტს აწარმოებს. ის აერთიანებს ბაღის ინსტრუმენტებს, საკემპინგე აქსესუარებსა და მილების ფართო ასორტიმენტს და იმ ბრენდების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებისთვისაც ხარისხი უპირველესია“, - განაცხადა Business Insider Georgia-სთან ნინა ოქროპირიძემ.

„გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აცხადებს რომ 2023 წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო პარტნიორობისა და თანამშრომლობის კუთხითაც. „გორგიამ" და USAID-ის პროგრამამ „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში დაარსდა „გორგიას ხელოსანთა აკადემია", რომელიც ორი წლის განმავლობაში 700-მდე ადამიანს შეასწავლის პროფესიულ საქმიანობას. ხოლო კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები და მომავალში დასაქმდებიან „გორგიას" პარტნიორ კომპანიებში.

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ კავკასიაში ყველაზე დიდი  კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები