სილქნეტი და მაგთი ტელე საკომუნიკაციო სივრცეში ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეებს წარმოადგენენ. ამ კომპანიების სერვისებში შედის როგორც სატელეფონო მომსახურება ასევე ინტერნეტი, ტელევიზია და სახლის ქსელები.
სილქნეტის ოფიცალურ ვებგვერდზე სს სილქნეტის 2022 წლის აუდირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სრულად ხილვა შესაძლებელია. მაგთის ვებგვერდზე ასევე ქვეყნდება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში, თუმცა არა სრული სახით. კერძოდ, ახსნა განმარტებითი ფინანსური ანგარიშის გარეშე. ასევე აღსანიშნავია, რომ მაგთის ფინანსური ანგარიშგების საპრეზენტაციო ვალუტას წარმოადგენს დოლარი, შესაბამისად საპრეზენტაციო კურსისგან გამოწვეული ცვლილებამ შეიძლება არსებით გავლენა მოახდინოს წამკითხველის მოსაზრებაზე, თუმცა მონაცემთა შედარებისთვის ფინანსური ანგარიშგება კონვერტირებულია IFRS სტანდარტის შესაბამისად, ბალანსის უწყისები წლის ბოლოს არსებული კურსით, მოგება ზარალის უწყისი კი წლის საშუალო კურსით, (აღნიშნული კურსები მოცემულია მაგთის ფინანსურ ანგარიშგებაში).
2022 წელს, სილქნეტის ჯამურმა საოპერაციო შემოსავალმა (ამონაგებმა) 472 მილიონი ლარი შეადგინა, აღნიშნული მონაცემი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 14%-ით. 2021 წელს კომპანიის ბრუნვა კი თავის წილად შეადგენდა 59.5 მილიონი ლარით ნაკლებს - 413 მილიონ ლარს. აღსანიშნავია, რომ სილქნეტის დეტალური ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე იდენტიფიცირებადია შემოსავლები.
კერძოდ, 2022 წელს სილქნეტის შემოსავლების 51.9% მობილური სერვისების შემოსავლებზე მოდიოდა, 38.5% ფიქსირებულ სერვისებზე, დანარჩენი 9.5% კი უშუალოდ ფიზიკური მომსახურებიდან მიღებულ სერვისებზე (ჩაჭრა-აღდგენა, ახალი დაერთება და სხვა). 2021 წელს შეფარდება მცირედით განსხვავდებოდა 48.5%, 41.0% და 10.5% შესაბამისად. შემოსავლების ძირითადი პროცენტი 2022 წელს 3 ძირითად სერვისზე გადანაწილდა.
ჯამური 428 მილიონი ლარიდან 344 მილიონი ლარი (73%) 3 ძირითად სერვისზე მოდის, კერძოდ 2022 წელს, 109 მილიონი ლარი მობილური წუთების რეალიზებაზე, 120 მილიონი ლარი მობილური ინტერნეტის რეალიზაციაზე, 114 მილიონი ფიქსირებული ტელევიზიის ჩვენებებზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს 103 მილიონი იყო შემოსავალი სატელეფონო კავშირგაბმულობისაგან, მხოლოდ 82 მილიონი მობილური ინტერნეტისგან და 101 მილიონი ფიქსირებული ტელევიზიის გადაცემისგან მიღებული შემოსავალი.
ყველაზე მეტად აღსანიშნავია, რომ მობილური ინტერნეტის რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი, რეკორდულად 37 მილიონით გაიზარდა, რაც 45.7 პროცენტიანი ზრდის ტოლფასია. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ბრუნვის მთლიანი ზრდა არის 59 მილიონი და მობილური ინტერნეტიდან მიღებული შემოსავალს ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ჯამურ შემოსავლის ზრდაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ფიქსირებული ტელეფონიდან მიღებული შემოსავალი (სახლის ტელეფონები და სხვა) შეადგენს მთლიანი შემოსავლების 3 პროცენტს 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით კი ფიქსირებული ტელეფონიდან მიღებული შემოსავალი 10.6%-ით შემცირებულია. კერძოდ, 2022 წელს მიღებული შემოსავალი 12.6 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2021 წელს აღნიშნული სერვისიდან მიღებული შემოსავალი ₾14.1 მილიონს შეადგენდა.
მაგთის მთლიანი შემოსავალი კი 2022 წელს 630 მილიონ ლარს შეადგენდა, 2021 წელს კი 520 მილიონი ლარის ტოლი იყო, რაც შემოსავლების 21%-იან ზრდას ნიშნავს. (სამწუხაროდ სერვისების დონეზე დეტალიზაცია არ არის ჯერობით ხელმისაწვდომი); შპს მაგთი, საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებას დოლარში წარადგენს, საკურსო ეფექტის გათვალისწინების გარეშე, ზრდა კიდევ უფრო მაღალია და დოლარში 34% არის გაზრდილი შემოსავლები. კერძოდ, 2022 წელს მთლიანი შემოსავალი 216 მილიონი დოლარი იყო, 2021 წელს კი 161 მილიონი დოლარის ტოლი. ამ მარტივი მაგალითის საფუძველზე, აშკარაა, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ვალუტას კომპანიის ფინანსურ შედეგებზე.
სილქნეტის შემოსავალი 2022 წელს მაგთის შემოსავალს 157 მილიონი ლარით ჩამორჩება, 2021 წელს კი მხოლოდ 107 მილიონი ლარით.
გასათვალისწინებელია, ზრდის ფაქტორიც. მაგთის დიდი შემოსავლის მიუხედავად ჰქონდა 110 მილიონის ზრდა შემოსავალში, სილქნეტს კი მხოლოდ 59.5, რაც ნიშნავს, რომ მაგთის ბაზრის შედარებით დიდი წილი უჭირავს და სწრაფად განაგრძობს ზრდა მიუხედავად ზომის სხვაობისა.
ასევე საყურადღებოა, აქტივების მოცულობის შედარება. სილქნეტის მთლიანი აქტივები შეადგენს 820 მილიონ ლარს, აღნიშნული აქტივები შემცირებულია 3% 2021 წელთან შედარებით, და შეადგენდა 846 მილიონ ლარს. აღსანიშნავია, ძირითადი ყურადსაღებ შემცირება გამოწვეულია ძირითადი საშუალების საბალანსო ღირებულების შემცირებით. კერძოდ, 7 მილიონი, რადგან სილქნეტის 2022 წლის განმავლობაში ძირითადი საშუალებებში ინვესტიციის სახით გაკეთებული აქვს 101 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო 2021 წელს კი 105 მილიონი ლარის ინვესტიცია. ჯამურად სილქნეტმა ამ ორი წლის მანძილზე განახორციელა 206 მილიონი ლარის ინვესტიცია ძირითად საშუალებებში, თუმცა აქტივების რაოდენობა მაინც შემცირებული აქვს, რაც გამოწვეულია მაღალი „ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯით“ მოგება ზარალის უწყისში ცვეთის და ამორტიზაციის სახით 119 მილიონის ხარჯი აღარა 2022 წელს, 116 მილიონი ლარი 2021 წელს, ორივე წელს დარიცხული ცვეთა ნაკლებია ძირითად საშუალებებში განხორციელებულ ფულად ინვესტიციებზე (დარიცხვა შეიძლება განსხვავდებოდეს ინვესტირებულ ფულად სახსრებთან მიმართებაში).
მაგთი კი არ ასაჯაროებს ფულადი სახსრების მიმოქცევის უწყისს საკუთარ საიტზე. მაგთის საბალანსო უწყისიდან მხოლოდ ირკვევა, რომ ძირითადი საშუალებების მოცულობა 2021 წელს 470 მილიონს, 2022 წელს კი 481 მილიონს შეადგენდა. აკუმულირებული ცვეთის გათვალისწინებით, ძირითადი საშუალებების ზრდა მაინც 10.9 მილიონით მოხდა, რაც ნიშნავს, რომ მაგათიც საკმაოდ მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს ძირითად საშუალებებში.
საოპერაციო სპეციფიკიდან გამომდინარე ტელეკომუნიკაციის ბიზნესში ძირითად საშუალებებში ინვესტიცია აუცილებელი უნდა იყოს, ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. ასევე ისიც უნდა აღნიშნოს, რომ კავშირ გაბმულობაში ჩადებულ ინვესტიციებს შედარებით მოკლე სასარგებლო მომსახურების ვადა აქვს და ფინანსური ცვეთაც შედარებით დიდი ერიცხებათ.
ცვეთის ეფექტის გარეშე EBITDA საზომით კომპანიების მომგებიანობა გაცილებით მაღალ მაჩვენებლის ტოლია. სილქნეტის EBITDA 2022 წელს 284 მილიონ ლარს შეადგენდა, 2021 წელს კი 227 მილიონის. ბრუნვის გათვალისწინებით სილქნეთის EBITDA საკმაოდ მაღალ 60% მოგების მარჟას 2022 და 55% EBITDA მარჟას 2021 წელს აჩვენებს. აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, როგორც აბსოლუტურ ასევე შეფარდებით თვალსაზრისით, სწორედ ამხელა EBITDA აძლევს საშუალებას ძირითად საშუალებების განვითარებაში განხორციელდეს ინვესტიციები.
სამწუხაროდ, მაგთის საიტზე შესადარისი EBITDA-ს მანიშნებლები არ იძებნება. თუმცა მოცემულია წმინდა მოგების მაჩვენებლები. წმინდა მოგების მხრივ მაგთის საკურსო სხვაობიდან გამომდინარე აქვს ორი წმინდა მოგება (წმინდა მოგება და სხვა სრული შემოსავალი, სხვა სრულ შემოსავალსა და წმინდა მოგებას შორის სხვაობა გამოწვეულია მხოლოდ სავალუტო კონვერტაციის ეფექტი).
2022 წელს, მაგთის წმინდა მოგებამ 105 მილიონი დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი 69.8 მილიონი ლარით შემოიფარგლებოდა. მაგთის სარეპორტო ვალუტაში წმინდა მოგება 35 მილიონი დოლარით, ანუ 51% გაიზარდა. სავალუტო ტრასლაცის სხვაობით გამოწვეული ეფექტის გათვალისწინებით კი, მაგთის წმინდა მოგებამ 2022 წელს 143 მილიონი დოლარი, 2021 წელს კი 83 მილიონი დოლარი შეადგინა. ლარში ეს რიცხვები გამოიყურება შემდეგნაირად: 2022 წელს 307 მილიონი ლარის წმინდა მოგება და 2021 წელს 224 მილიონი ლარის წმინდა მოგება სხვაობა 82 მილიონი ლარი, ზრდის ეფექტი კი რეკორდული 37%, თუმცა სხვა სრული შემოსავლების გათვალისწინებით ზრდის ეფექტი 56% შეადგენს. კერძოდ, 2022 წელს მაგთის სხვა სრული შემოსავალი 417 მილიონ ლარს შეადგენდა, 2021 წელს კი 268 მილიონ ლარს. ზრდა კი 56%-იან ნიშნულს უახლოვდება. ამ რიცხვებზე დაყრდნობით დათვლილი წმინდა მოგების მარჟის მიხედვით მაგთის 2022 წელს წმინდა მოგების მარჟა 48%-ს შეადგენდა და 2021 წელს 43%. სავალუტო ეფექტის გათვალისწინებით კი 66% და 51% წლების შესაბამისად.
აღნიშნულ მაჩვენებელში შედარებით დაბალი ნიშნულები აქვს სილქნეტს. წმინდა მოგების მიხედვით სილქნეთი მაგთის ჩამორჩებოდა 172 მილიონი ლარით 2022 წელს და 182 მილიონი ლარით 2021 წელს (სხვა სრული შემოსავლების შედარების შემთხვევაში სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნება).
შესაბამისად, 2021 წელს წმინდა მოგებამ სილქნეთისათვის 134 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2021 წელს კი 41 მილიონი ლარით შემოიფარგლა. სილქნეთის წმინდა მოგების მარჟაც მაგთისთან შედარებით მცირეა და 2022 წელს შეადგენდა 28.4% 2021 წელს კი 10.2%. მაგთი და სილქნეტი თითქმის ერთი ზომის კომპანიები არიან და პირველი კატეგორიის კომპანიებად კლასიფიცირებიდან. 2022 წლის მდგომარეობით, მაგთის ჯამურ აქტივები 1 მილიარდი ლარის ტოლი იყო, ხოლო სილქნეტის კი 180 მილიონით ნაკლები -820 მილიონი.
აქვე აღსანიშნავია, რომ მაგთის და სილქნეტის ჯამური აქტივების მოცულობით 2021 წელს შედარებით დაბალი სხვაობა ჰქონდათ - 50 მილიონი. კერძოდ, 898 მილიონი ლარის აქტივები მაგთის და 847 მილიონი აქტივები სილქნეტს. შესაბამისად საინტერესოა, რომელი კომპანია უფრო მაქსიმალურად ეფექტიანდ იყენებს საკუთარ აქტივებს და მაღალი უკუგება აქვთ.
ამის დასათვლელად გამოყენებული იქნება ROA კოეფიციენტი, მაგთის აქტივებზე უკუგება 31% 2022 წელს და 25% 2021 წელს შეადგენდა (სავალუტო ეფექტის გათვალისწინების გარეშე) სილქნეტის აქტივების უკუგების მაჩვენებლები კი 16.4% 2022 წელს და 5.0 2021 წელს შეადგენდა.
ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება