USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Zuzumbo Resort & Spa-ს დამსვენებლების 70%-ი ადგილობრივ დამსვენებელზე მოდის -  Zuzumbo Resort & Spa

Zuzumbo Resort & Spa-ს დამსვენებლების 70%-ი ადგილობრივ დამსვენებელზე მოდის - Zuzumbo Resort & Spa

2024-05-28 18:00:00

საკმაოდ კარგი სეზონის მოლოდინი გაქვს, ამ ეტაპზე წინასწარ ჯავშნებს, რომ გადავავლოთ თვალი, თვეების მიხედვით, დაახლოებით 40%-ი უკვე დაჯავშნილია და ეტაპობრივად იჯავშნება მთელი ზაფხულიც, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Zuzumbo Resort & Spa-ს გაყიდვების მენეჯერმა მიხეილ ჯოხაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით,  Zuzumbo Resort & Spa-ს დამსვენებლების 70%-ი საქართველოს მოქალაქეები არიან. 

„Zuzumbo Resort & Spa 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე  66 სასტუმრო ნომერს აერთიანებს. საიდანაც 22 ნომერი მოდის კოტეჯებზე, ხოლო 44 მთავარ შენობაზე. ჩვენი დამსვენებლები არიან, როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეები, თუმცა 70%-ი მაინც ადგილობრივ დამსვენებელზე მოდის“, - აღნიშნავს კომპლექსის გაყიდვების მენეჯერი. 

Zuzumbo Resort & Spa მყუდრო და მშვიდი დასვენებისთვის იდეალური ადგილია. 

„ჩვენი დამსვენებლების სეგმენტი ძალიან მრავალფეროვანია. ბევრი ფაქტორია,რაც Zuzumbo Resort & Spa-ს ხდის მიმზიდველს და სასურველ დასვენების ადგილად, ესენია: წყნარი გარემო, 6 ჰა ტყე-პარკი, თელავის ცენტრიდან 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სტუმრებს შეუძლიათ საკმაოდ წყნარ გარემოში დაისვენონ, ჩაატარონ ვორქშოფები, გაეცნონ კახური სამზარეულოს კერძებს, დააგემოვნონ ჩვენივე მოყვანილი ღვინისგან დაწურული ჩამოსასხმელი ღვინო. გვაქვს ასევე შიდა და გარე აუზი. როგორც აღვნიშნე ჩვენს გარშემოა 6 ჰა ტყე, სადაც ჰამაკებია განთავსებული. ჰარმონიულ გარემოში დასვენების საშუალებას ვქმნით ჩვენ“, - აცხადებს მიხეილ ჯოხაძე.

Zuzumbo Resort & Spa  მდებარეობს კახეთში, კერძოდ თელავში, 6 ჰა ფიჭვნარის ტყით გარშემორტყმულ ისტორიულ უბანში, ზუზუმბოზე. თბილისიდან 98 კმ დაშორებით, სულ რაღაც 1,5 საათში შესაძლებლობა გაქვთ აღმოჩნდეთ ტყეში ჩაფლულ მწვანე სამოთხეში, სადაც დაგხვდებათ კავკასიონის, ცივ-გომბორის, ალაზნის ველის და თვალწარმტაცი ქალაქის პანორამული ხედები. 

სასტუმრო გაიხსნა 2020 წელს და შესანიშნავი ადგილია სუფთა ჰაერზე მარტო, ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებების დასაგეგმად.

კომპლექსი მოიცავს 66 ნომერს, რომლებიც განაწილებულია მთავარ კორპუსში და კოტეჯებში. დასვენებასთან ერთად შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ შეფის მიერ სპეციალურად შექმნილი ქართულ-ევროპული სამზარეულოს კერძები რესტორნის სხვადასხვა სივრცეში. ზუზუმბო რეზორტი და სპა გაძლევთ საშუალებას წელიწადის ოთხივე დრო გაატაროთ ხალისიანად და ჯანსაღად. ამაში დაგეხმარებათ ჩვენი მრავალფეროვანი სერვისები: ღია და დახურული აუზები სეზონის მიხედვით, მასაჟ–თერაპია, საუნა, სპორტ–დარბაზი, ველოსიპედები, ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი. არც პატარები დარჩებიან გართობის გარეშე და ტყეში განთავსებულ საბავშვო მოედანზე შეძლებთ მათ გახარებას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები