მიუხედავად ზეწოლისა, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის მიმართვაში განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა ჯარისკაცსა და ოფიცერს, რომლებიც ფრონტის მიმართულებებს იცავენ.
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.
რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომელიც კრემლს სჭირდება იმის გამოსაცხადებლად, რომ დონბასი მთლიანად დაიპყრო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის არმია 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება