საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მთავრობის წინაშე შეთავაზებბით გამოდის, რომლის მთავარ მიზანსაც ადგილობრივ ბაზარზე პურის ფასის შენარჩუნება წარმოადგენს.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცის შეთავაზებას Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ.
„შეთავაზება ჩვენი ღრმა რწმენით მისაღებია როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე წისქვილკომბინატების, პურის მწარმოებელი ინდუსტრიის, ფერმერებისა და მოსახლეობისათვის) შეთავაზება გულისხმობს :
იმპორტირებულ ფქვილზე დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი დაწესდეს, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს.
ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშა პროცესის აღდგენას და იღებენ შემდეგ ვალდებულებებს:
1. წისქვილკომბინატების მიერ ე.წ. „მასობრივი მოხმარების“ პურზე ფასის გარანტირებულ შენარჩუნებას;
2 ადგილობრივი ფერმერებისაგან 2022 წლიდან დარჩენილი ჩაუბარებელი ხორბლის მოსავლის გარანტირებული შესყიდვას ხარისხების შესაბამის ფასად (დღეს წისქვილების გაჩერების ფონზე , ხორბლის შესყიდვის შეთავაზებული ფასი საერთოდ არ არსებობს) -რაც უზრუნველყოფს შეჩერებული საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას;
3. ქვეყანის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ( ხორბლით 2 თვიანი გარდამავალი მარაგების შექმნით) ზემოაღნიშნული შეთავაზება პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აძლევს შემდეგ დადებით ეფექტს:
1. ფქვილის იმპორტიორებსა და ადგილობრივ წისქვილკომბინატებს ეძლევათ მუშაობის საშუალება გათანაბრებულ კონკურენტულ გარემოში;
2. მოსახლეობის ფართო ფენებისათვის გარანტირებულია ე. წ. „ მასობრივი მოხმარები“ პურის ფასი;
3. ნარჩუნდება წისქვილკომბინატებში მომუშავე 3000-მდე ადამიანის სამუშაო ადგილები;
4..უზრუნველყოფილია ადგილობრივი ფერმერების მიერ 2022 წლის ადგილობრივი დარჩენილი ხორბლის მოსავლის რეალიზაცია და 2023 წლის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება ,შემდგომი წლების ხორბლის მოსავლის ზრდის მოტივაცია და ადგილობრივი მოსავლის გარანტირებული ჩაბარება წისქვილკომბინატებში;
5. უზრუნველყოფილია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. გარანტირებულია ხორბლით 2 თვიანი გარდამავალი მარაგების არსებობა
6. უზრუნველყოფილია უახლოეს წლებში საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული სტრატეგიით ადგილობრივი ხორბლის მოსავლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდა;
7. სახელმწიფოსაგან სიტუაციის დასაბალანსებლად არც წისქვილკობინატების და არც ფერმერების მიერ არ მოითხოვება საბიუჯეტო თანხები მათ შორის არც რაიმე სახის სუბსიდირება, არამედ პირიქით ბიუჯეტი ივსება, როგორც ფქვილზე საიმპორტო გადასახადის მოსაკრებლით, ასევე ადგილობრივი წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის შედეგად გადახდილი გადასახადებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შეთავაზება არის ყველა მხრივ დაბალანსებული და წარმოადგენს წარმოქმნილი სიტუაციაში პრობლემის უმტკივნეულოდ გადაწყვეტის გზას, ვინაიდან მასში გათვალისწინებულია როგორც წისქვილკომბინატებისა და ფერმერების ,ასევე პურის მწარმოებლების და მოსახლეობის ინტერესები, სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით“, - ნათქვამია შეთავაზებაში .
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი