USD 2.7484

EUR 2.8998

TRY 0.0797

GBP 3.4789

RUB 0.027361

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვცდილობთ, გაყიდვებში რუსეთის ბაზრის წილი მაქსიმალურად შევამციროთ - „ბადაგონი“

ვცდილობთ, გაყიდვებში რუსეთის ბაზრის წილი მაქსიმალურად შევამციროთ - „ბადაგონი“

2023-04-16 16:30:26

ქართული ღვინის ექსპორტისთვის რუსეთი ტრადიციულად ლიდერი ქვეყანაა. ქართველი მეღვინეების განცხადებით, ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება, თუმცა რუსეთზე დამოკიდებულება კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა.

იმ კომპანიების ჩამონათვალში, რომლებიც რუსეთში ყველაზე მეტი რაოდენობით ჰყიდიან ღვინოს, ერთ-ერთი „ბადაგონია“.

პარალელურად კომპანიის ღვინო გადის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. როგორც „ბადაგონის“ დირექტორი გია შენგელია Business Insider Georgia- თან ამბობს, მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 40%-ია.

„ქართული ღვინო რუსეთში ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა და დღესაც ასეა. ჩვენი ღვინის შემთხვევაში, ხარისხი საუკეთესოა და თანამედროვე სტანდარტს სრულად პასუხობს, ამიტომ დიდი შანსი გვაქვს, ევროპასა და განვითარებული ქვეყნების ბაზარზე უფრო გავზარდოთ გაყიდვები.

ამ მხრივ 2022 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო. ახალი მიმართულებები დაგვემატა - ინდოეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, სულ 32 ქვეყანაში გავდივართ, თუმცა საერთო ექსპორტში რუსეთის წილი ყველაზე მაღალია და 40%-ს შეადგენს.

აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ვცდილობთ, რომ ექსპორტზე რუსეთის ბაზრის წილი დავწიოთ", - აცხადებს შენგელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეხუთე ადგილი უკავია და მისი წილი მთლიანი ექსპორტის 4,5%-ს შეადგენს. 2022 წელს ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. ჯამში რუსეთში 160,8 მლნ დოლარის ღირებულების 73,1 ათასი ტონა ღვინო გაიგზავნა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები