ყაზახეთის საფონდო ბირჟამ (KASE) რამდენიმე რუსული კომპანიის, მათ შორის Yandex-ის აქციებით ვაჭრობა შეაჩერა.
ამის შესახებ რუსული გამოცემა RBK წერს.
„ჩვენ შევაჩერეთ ზოგიერთი რუსული კომპანიების აქციებით ვაჭრობა. ეს, პირველ რიგში, სანქციების რეჟიმითაა განპირობებული. მეორეც, რთულია ანგარიშსწორება და ვაჭრობა რუსეთსა და ყაზახეთს შორის ფასიანი ქაღალდებით. ამ დროისთვის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავაუქმოთ რუსული აქციებით ვაჭრობა. ამ ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით“, - განმარტა ალინა ალდამბერგენმა, ბირჟის გამგეობის თავმჯდომარემ.
რუსული კომპანიების აქციებით ვაჭრობა, (მათ შორის „გაზპრომი“, „ნორილსკი ნიკელი“, LUKOIL-ი, და მაგნიტი, სბერბანკი, VTB და სხვა,) KASE-ზე გასული წლის პირველ მარტს შეჩერდა.
15 მარტიდან სანქციების გამო, Yandex-ის აქციები KASE-ს ოფიციალური სიიდან გამოირიცხება.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი