აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 10 წლიანი ვადით განთავსებული 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების ვადა ამოიწურა. ძირითადი დავალიანება სრულად დაფარულია. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია SOCAR-ზე დაყრდნობით წერს.
ირკვევა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, გერმანული Deutsche Bank-ი გახდა ევროობლიგაციების ანდერრაიტერი (ემისიის პროცესის შემსრულებელი), კუპონის შემოსავლით 4,75%.
SOCAR-ის ევროობლიგაციების ნომინალურმა ღირებულებამ 1000 დოლარი შეადგინა, ხოლო საბაზრო ფასი მიმოქცევის პერიოდში, მოთხოვნიდან გამომდინარე გაიზარდა 1071 დოლარამდე. კუპონის გადახდა ხდებოდა ყოველ 6 თვეში, ევროობლიგაციების მფლობელებმა 10 წლის განმავლობაში სულ 475 მლნ აშშ დოლარი მიიღეს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი