საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე, სისტემატურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ პირადობის დამადასტურებელ ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს.
ბრალდებულები დაკავებულ იქნენ ერთ-ერთ პირზე საქართველოს მოქალაქის ყალბი მართვის მოწმობისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის 1 250 ევროს სანაცვლოდ გასაღების ფაქტზე.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქეების პირადობის მოწმობები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6-წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი