ძაღლის შენახვისა და მოვლის, საკანონმდებლო რეგულაციით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილება ოჯახს შინაური ბინადარი ცხოველის ყოველთვიურ ხარჯს 300 ლარამდე გაუძვირებს.
ესეც იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი ჯანმრთელია და სხვა დამატებითი მომსახურება არ სჭირდება.ამის შესახებ Business Insider Georgia- თან საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება GSPSA- ს დამფუძნებელი თეიმურაზ წიქორიძე აცხადებს.
საუბარია ,,ჰასკის" და სხვა დიდი ჯიშის ძაღლებზე, რომელთა შენახვის ხარჯი ამ ეტაპზე საშუალოდ 200 ლარის ფარგლებშია.
„საქართველოში ძაღლის ყოლა ერთგვარ ტენდენციად იქცა და ამ დროს მეპატრონეების დიდი ნაწილი ცხოველს სათანადოდ ვერ უვლის.
ბევრი ძაღლი ხვდება ქუჩაში და ზოგიერთი მათგანის გადარჩენა ვერ ხერხდება. კარგია, რომ საკანონმდებლო რეგულაცია შემოვა, ამ ყველაფერს დაარეგულირებს. საბოლოოდ ძაღლის ყოლა იქნება დიდი პასუხისმგებლობა და შეიძლება ითქვას, ფუფუნებაც, რადგან მისი მოვლა-შენახვის ხარჯი გაიზრდება.
ვეტერინართან მიყვანა, სამედიცინო მომსახურება, საკვები და სხვა, ეს ყველაფერი გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. დღეს ჰასკის ან გერმანული ნაგაზის მოვლა 200 ლარი ჯდება. ამას თუ დაემატება რეგულაციებთან დაკავშირებული პირობების დაკმაყოფილება, ჯამში 300 ლარს მიაღწევს ხარჯი", - ამბობს თეიმურაზ წიქორიძე.
ცნობისთვის, 2022 წლის 5 ივნისიდან ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება GSPSA- ს მიერ შეიქმნა და დაფუძნდა შინაური და გარეული ცხოველებისთვის დაცული საბინადრო ტერიტორია, რომლის სახელწოდებაა ცხოველების სოფელი „რიჩი“ / RICHI Animal Village/.
სოფლის მთავარი მისიაა შინაური (კომპანიონი და ფერმერული) და გარეული ცხოველებისთვის შესაბამისი საბინადრო პირობების შექმნა, მათი დაცვა, რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი