ხორბლის ფასები, 2021 წლის სექტემბრის შემდეგ (მოკლევადიან პერიოდში) მიწოდების შესახებ ბარიერების შემსუბუქების გამო ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა.
აშშ-ის ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსებით ვაჭრობა - ბუშელზე $7,1 დოლარის ნიშნულზე დასრულდა. თებერვლის დასაწყისიდან კონტრაქტების ფასი დაახლოებით 6%-ით დაეცა, რაც ნოემბრის შემდეგ რეკორდულია.
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთიიდან მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში ხორბლის რეკორდული ექსპორტია მოსალოდნელი.
ამავდროულად, უკრაინა ცდილობს „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას.
„მოვაჭრეები თვლიან, რომ გარიგება წარმატებით გაგრძელდება და რეგიონიდან მარცვლეულის მარაგების მიწოდების მოლოდინი ზეწოლას ახდენს ხორბლის ფიუჩერსების ფასზე“, - განაცხადა ტერი რაილმა, Futures International-ის მთავარმა ანალიტიკოსმა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი