დღეს უკვე არსებული ვითარების ანალიზით, რომ რამდენიმე დღეში ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოიხსნება. შესაბამისად ჩვენ ხელს შევუწყობთ ფერმერებს, რომ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში მოახდინონ ხორბლის რეალიზაცია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა, რომ ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა 2023 წლის ივლისამდე იყო გათვალისწინებული.
„გასული წლის ზაფხულში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეჩერებინა ქერისა და ხორბლის ექსპორტი. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მოხმარებოდა არსებულ საჭიროებებს. ეს გადაწყვეტილება იყო გამართლებული. შემდგომში, რამდენიმე თვეში, ჩვენ ქერთან მიმართებით, ეს შეზღუდვა მოვხსენით და დღეს უკვე არსებული ვითარების ანალიზით, რომ რამდენიმე დღეში ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოიხსნება. შესაბამისად ჩვენ ხელს შევუწყობთ ფერმერებს, რომ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში მოახდინონ ხორბლის რეალიზაცია“, - აღნიშნა შამუგიამ.
შესაბამის განკარგულებას მთავრობა უახლოეს დღეებში მოამზადებს.
მინისტრის თქმით, სამინისტრო მეხორბლეებს დარგის განვითარებაში დაეხმარება.
„ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში ხორბლის წარმოებას ხელი შევუწყოთ და ამის შესახებ კიდეც განვაცხადეთ და ნაბიჯიც გადავდგით. დაახლოებით 4 000-მდე ფერმერს ჩვენ დავუფინანსეთ შეღავათიანი კრედიტი საპოხ-საბრუნავი სახსრები. მივეცით სტიმული, რომ მარცვლოვანი კულტურების წარმოებისთვის ხელი შეგვეწყო. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ველოდებით, რომ 2023 წელს უკეთესი მოსავალი იქნება ვიდრე 2022 წელს.
წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მოსავალი 150 ათასი ტონის ფარგლებშია. რომ შევადაროთ ბოლო 2 წლის ჭრილში დაახლოებით 50%-იანი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა ჩვენ განვაგრძობთ დარგის მხარდაჭერას. ამ საკითხში ჩართული არიან ამერიკელი ექსპერტები, ისინი, რამდენჯერმე სტუმრობდნენ ქვეყანას. ველოდებით მათგან კონკრეტულ პასუხს, ისინი სწავლობენ ქვეყანაში ხორბლის წარმოების მთლიან ღირებულებათა ჯაჭვს. ველოდებით მათგან დარგის ხელშეწყობის წინადადებებს და თუ საჭირო გახდა, ამისთვის დამატებით ღონისძიებებსაც გავატარებთ“, - აღნიშნა შამუგიამ.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი