USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წავკისში, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

წავკისში, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

2023-03-26 12:22:31

მთაწმინდის რაიონში, წავკისში, აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

 

სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები - წყალარინების სისტემა და სანიაღვრე ქსელი.

 

პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ასევე,  მოეწყო ბორდიური.

 

ბოლო ეტაპის სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი მთაწმინდის რაიონისგამგებთან, დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო.

 

„აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს. შესაბამისად, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ და დაახლოებით, ორი კილომეტრზე დაიგო ასფალტის საფარი. მსგავსი სიტუაცია ბევრ ქუჩაზეა და ეტაპობრივად მოწესრიგდება. მიმდინარე წელს, წავკისში 9 ძმა ხერხეულიძისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაციაცაა დაგეგმილი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

ინფრასტრუქტურული პროექტი, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ  „პარმა“ შეასრულა და ჯამში, ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 1 200 000 ლარამდე დაიხარჯა.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები