ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 სექტემბერს საღამოს გამოსვლაში განაცხადა.
რეზნიკოვის ნაცვლად, ზელენსკიმ რადას თავდაცვის მინისტრის პოსტზე რუსტემ უმეროვის დანიშვნა, რომელიც ახლა უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს ხელმძღვანელობს.
„უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადავწყვიტე. ალექსეი რეზნიკოვმა 550 დღეზე მეტი სრულმასშტაბიანი ომი გაიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ასევე მთლიანად საზოგადოებასთან. ახლა სამინისტროს რუსტემ უმეროვი უნდა უხელმძღვანელოს. მე ველი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ კანდიდატურას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსტემ უმეროვი (ყირიმელი თათრების) წარმოშობის უკრაინელი ბიზნესმენია. ის იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ყირიმელი თათრების თემის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ყირიმელი თათრის ხალხის ლიდერის მუსტაფა ჯემილევის მრჩეველი.
2019 წელს უმეროვი უმაღლესი რადას წევრი გახდა. უმეროვი უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს 2022 წლიდან ხელმძღვანელობს.
ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს.
რეზნიკოვის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პირველად მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2023 წლის დასაწყისში უკრაინაში კორუფციული სკანდალების გამო რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გაათავისუფლეს.
კიდევ ერთი ინფპრმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის შესაძლო შეცვლის შესახებ 2023 წლის აგვისტოში გავრცელდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება