საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მიწვევით, “ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა საელჩოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
ყაზახეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მალიკ მურზალინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას დიპლომატები, პოლიტოლოგები, საქართველოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები და ეკონომისტები ესწრებოდნენ.
ელჩმა დამსწრე საზოგადოებასთან ყაზახეთის შიდაპოლიტიკური პროცესებზე ისაუბრა და მათ ქვეყანაში მიმდინარე მოდერნიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ უამბო. ასევე, საუბარი შეეხო ყაზახეთის ახალ კონსტიტუციასაც. შეხვედრის მონაწილეებმა კი მას საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების მიმდინარეობასა და სახვალიო პერსპექტივების შესახებ საკუთარი აზრი გაუზიარეს.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ელჩ მალიკ მურზალინთან საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების შესახებ მესაუბრა და კონკრეტული მოსაზრებები გამეზიარებინა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების კუთხით.“ - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
დისკუსიის დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სახელმწიფო სისტემის ცვლილებები ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება. ეკონომიკური რეფორმები კი ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი