USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ფლობს სოფელ ლისში მიწის ნაკვეთს, რომელიც აუქციონზე ₾8 320 000 გაიყიდა

ვინ ფლობს სოფელ ლისში მიწის ნაკვეთს, რომელიც აუქციონზე ₾8 320 000 გაიყიდა

2023-04-06 18:00:04

დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, სოფელ ლისში მდებარე 66 562 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე მაღალი კონკურენციის შედეგად გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ მიერ ინიცირებული აუქციონი მაღალი კონკურენციის ფონზე წარიმართა.

უძრავი ქონების საწყისი ფასი 4 205 000 ლარს შეადგენდა, თუმცა ვაჭრობის შედეგად ლოტზე 823 ბიჯი დაფიქსირდა და მიწის ნაკვეთი 8 320 000 ლარად გაიყიდა.

აუქციონის შედეგად კი ობიექტის მფლობელი შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ გახდა. რომელის 100%-იან წილს ეგვიპტის მოქალაქე ამრ გამალ აბდელათი ფლობს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები