სასტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.9 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 30.2 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.7 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.9 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2.8 პროცენტიანი წილით, ხოლო 8.7 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 741.0 ათასი კაცით განისაზღვრა. ამასთან, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი