USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უზბეკეთი შუა დერეფნის გასწვრივ გადაზიდვების სიმძლავრის გაზრდით ინტერესდება

უზბეკეთი შუა დერეფნის გასწვრივ გადაზიდვების სიმძლავრის გაზრდით ინტერესდება

2023-08-09 09:28:37

უზბეკეთი შუა დერეფნის გასწვრივ წელიწადში გადაზიდვის მოცულობის 1,5 მილიონ ტონამდე გაზრდით ინტერესდება. 

ამის შესახებ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების კვლევის ცენტრის დირექტორმა ბეგზოდ ხოლმატოვმა განაცხადა მრგვალ მაგიდაზე თემაზე „უზბეკეთი და აზერბაიჯანი: თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტები“, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზისთვის (TsAMO) ცენტრის ორგანიზებით ბაქოში გაიმართა.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის ტრანსპორტირებადი ტვირთის მოცულობა დინამიურად იზრდება: „ამ თვალსაზრისით, შუა დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

დერეფნის ნაწილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები