USD 2.7484

EUR 2.8998

TRY 0.0797

GBP 3.4789

RUB 0.027361

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 300-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 300-ს გადააჭარბა

2023-02-07 10:21:35

სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ სირიის დიდ ნაწილზე, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარებდა.

ორი მასიური მიწისძვრის შემდეგ, 4 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

პირველი მიწისძვრა 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრით ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ გაზიანთეპთან მოხდა. ამას მოჰყვა 40-ზე მეტი ბიძგები.

შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:30 საათზე, 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მეორე მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი ელბისტანის რეგიონში, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, (კაჰრამანმარაში) იყო.

 

მიწისძვრებს 4 310-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ თურქეთში, პირველი მიწისძვრის შემდეგ, 2 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 15 000-ზე მეტი დაშავდა. მეზობელ სირიაში 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები