20 თებერვალს თურქეთში მომხდარი 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 213 დაშავდა.
ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.
მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოებო სამ ადგილას მიმდინარეობს.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტო Afad-ის ცნობით, მიწისძვრა ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა. მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა ბიძგები, რომელთაგან ყველზე ძლიერი 5.8 მაგნიტუდის იყო.
შეგახსენებტ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში დაახლოებით 345 000 შენობა განადგურდა. ორივე ქვეყანაში ამდრომდე, ადამიანები დაკარგულად ითვლებიან, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა არ დასახელებულა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება