თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს კოორდინაციით, სტრატეგიისა და ბიუჯეტის დეპარტამენტმა მიწისძვრის ზემოქმედების ანგარიში მოამზადა.
ანგარიშის თანახმად, მიწისძვრების ეკონომიკური ზარალი შეფასებულია 2 ტრილიონ ლირად, რაც 2023 წელს მოსალოდნელი ეროვნული შემოსავლის 9%-ს შეესაბამება.
„მიწისძვრის ზარალი 2 ტრილიონი ლირაა (105 მილიარდ 280 მილიონი დოლარი). ეს აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 6-ჯერ მეტი ზარალი და დანაკარგი, ვიდრე 1999 წელს მარმარილოს რეგიონში მომხდარი მიწისძვრის დროს“, - იუწყება ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ტელეარხი TRT Haber.
7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები 6 თებერვალს ცხრა საათის ინტერვალით სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში მოხდა.
ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის 11 პროვინციასა და მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის სირიაში.
თურქეთის ხელისუფლებამ მიწისძვრას "საუკუნის კატასტროფა" უწოდა, ქვეყანაში სტიქიის მსხვერპლი 49 ათასზე მეტი ადამიანი გახდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება