USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტრანსკასპიურ მარშრუტს შეუძლია გაანახევროს ტრანსპორტირების დრო ჩინეთიდან ევროპაში - ყაზახეთის პრეზიდენტი

ტრანსკასპიურ მარშრუტს შეუძლია გაანახევროს ტრანსპორტირების დრო ჩინეთიდან ევროპაში - ყაზახეთის პრეზიდენტი

2023-10-18 11:54:00

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამოყენების შედდეგად შესაძლოა, ხელი შეუწყოს ჩინეთიდან ევროპაში სატვირთო გადაზიდვებზე დახარჯული დროის განახევრებას.

ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პეკინში საერთაშორისო თანამშრომლობის მესამე ფორუმის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გახსნაზე განაცხადა.

"დღეს TMTM გახდა ფლაგმანი თანამშრომლობის პროექტი მრავალი სახელმწიფოსთვის. ეს სატრანსპორტო არტერია, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას, შეიძლება გახდეს სარტყელი და გზის კონტინენტური ხიდი, გაანახევრებს ტვირთის გადაზიდვის დროს და საგრძნობლად შეამცირებს სატრანსპორტო ხარჯებს," - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ("შუა დერეფანი") გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ ევროპის ქვეყნების გავლით. იგი ახორციელებს საკონტეინერო გადაზიდვებს სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები