USD 2.7484

EUR 2.8998

TRY 0.0797

GBP 3.4789

RUB 0.027361

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომლებიც რუსეთში ყველაზე მეტს ყიდიან და ყიდულობენ

TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომლებიც რუსეთში ყველაზე მეტს ყიდიან და ყიდულობენ

2023-04-12 11:40:05

2023 წლის იანვარ თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში იყო რუსეთი – 467.07 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 387.02 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 246.35 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 242.15 მლნ აშშ დოლარით და სომხეთი – 203.18 მლნ აშშ დოლარით.

Business Insider Georgia-თვის მიწოდებული მონაცემების თანახმად, გამოიკვეთა TOP 10 კომპანია რომელთაც იანვარ-თებერვალში რუსეთის ფედერაციაში ყველაზე მეტი პროდუტი იყიდეს და გაყიდეს. 

TOP 10 იმპორტიორი კომპანია, რომელმაც რუსეთის ფედერაციიდან იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი პროდუქტი იყიდა: 

 

  • შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
  • შპს ჯეოსთილი
  • შპს ჯეორჯიან როუტ
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შპს ლაგუნა
  • შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო
  • სს რუსთავოილი
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია

 

TOP 10 ექსპორტიორი კომპანია, რომელმაც რუსეთის ფედერაციაში იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი პროდუქტი გაყიდა: 

 

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი 
  •  სს ბადაგონი
  •  სს ლომისი 
  •  შპს Bolero & Company
  •  შპს GVMT Group 
  •  შპს ასკანელი ძმები 
  •  შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია 
  •  შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
  • შპს რუსელოის
  • შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი

​​​​​​​​​​​​​​

საქასტატის მონაცემიდან ჩანს, რომ რუსეთის ფედერაცაში TOP 10 ექსპორტიორ კომპანიებს შორის ძირითადად ღვინის მწარმოებლები არიან, ხოლო იმპორტიორებს შორის ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიები. 

შეგახსენებთ,რომ იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ღვინის საექსპორტო კალათაში რუსეთის წილი 69.2%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ამავე პერიოდში 60.4% იყო, ხოლო 2023 წლის 2 თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის 85,3%  (148,5 ათასი ტონა,) რუსეთიდან შემოვიდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები