2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ თურქეთში ექსპორტზე 10.2%-ით მეტი ღირებულების პროდუქცია გაიტანა, ვიდრე 2022 წლის იანვარ-თებერვალში.
ტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის ორ თვეში საქართველოდან თურქეთში 64 855.8 ათასი დოლარის პროდუქცია შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 58 853.0 ათასი დოლარის.
მიმდინარე წელს თურქეთში განხორციელებული ექსპორტის წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში 7.1%-ია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. სწორედ ამ უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორთა ტოპ-10-ში თურქეთი მეექვსე პოზიციაზეა.
რაც შეეხება იმპორტს, ტოპ-10 იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში თურქეთი მერეა პოზიციაზეა.
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ თურქეთიდან 322 163.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.6%-ია.
რა გაგვაქვს თურქეთში ექსპორტზე - ტოპ-5 პროდუქტი:
რას ვყიდულობთ თურქეთიდან - ტოპ-5 პროდუქტი:
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი