USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 10 პროდუქტი, რომელიც იანვარ-თებერვალში ექსპორტზე გავიდა

TOP 10 პროდუქტი, რომელიც იანვარ-თებერვალში ექსპორტზე გავიდა

2023-03-20 12:30:55

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 143.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 71.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 34.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.9 პროცენტი).

საქართველოს 10 უმთავრესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:

  •  მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - $236.8 მილიონი; 
  •  სპილენძის მადნები და კონცენტრატები (ძირითადად რეექსპორტი) - $143 მილიონი; 
  •  ფეროშენადნობები - $71.7 მილიონი;
  •  ყურძნის ნატურალური ღვინოები - $34.5 მილიონი;
  •  სპირტიანი სასმელები - $24.1 მილიონი;
  • აზოტოვანი სასუქები - $21 მილიონი; 
  • სამგზავრო ავტომობილები (10 და მეტ მგზავრზე გათვლილი) - $20 მილიონი; 
  •  ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $16.3 მილიონი; 
  •  თხილი და სხვა კაკალი - $16.3 მილიონი დოლარი;
  •  სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $16 მილიონი დოლარი; 

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (107.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (106.1 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (57.1 მლნ. აშშ დოლარი).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები