USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალში, 32.6%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ₾9,600-ზე მეტ ხელფასს იღებდნენ - PMC Research

თებერვალში, 32.6%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ₾9,600-ზე მეტ ხელფასს იღებდნენ - PMC Research

2023-03-23 12:25:18

2023 წლის თებერვალშიი ყოველთვიურ ხელფასს მიმღებ პირთა რაოდენობა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.6%-ით. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი, რომლიც Jobs.ge-თან თანამშრომლობით მომზადდა. 

„2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 20.0%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.6%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 44.2%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 3.0%-ს შეადგენდა“, - ნათქვამია კვლევაში.

„2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე, სამუშაოებზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საერთო რაოდენობამ  Jobs.ge-ზე 39,565 შეადგინა, რაც 20.4%-ით მეტი იყო 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2023 წლის თებერვალში, 2023 წლის იანვართან შედარებით, სამუშაოებზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საერთო რაოდენობა. Jobs.ge-ზე 3.5%-ით შემცირდა.

2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე ფინანსების, სტატისტიკის დარგში სულ გამოქვეყნდა 7065 ვაკანსია, რაც 40.6%-ით მეტია 2021-2022 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით და 192.5%-ით მეტი 2020-2021 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით“, - ნათქვამია კვლევაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები