საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ150–კმ152 (სოფ.ხევი) მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რის გამოც, 2023 წლის 15 მარტს 11:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში და გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი