USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ

თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ

2023-03-10 20:30:35

თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული თავდაცვის ახალი კოდექსით იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა, იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი და უმჯობესდება ჯარის სოციალური გარანტიები. აღნიშნული რეფორმებით, კოდექსის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

 

თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ:

• ახალი კოდექსით, სტუდენტებს, ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში, არდადეგებისა და უქმეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტი ექნებათ:
• თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში, 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;
• ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება;
• ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები