USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა

2023-02-15 12:22:52

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში არარატ მირზოიანი სავარაუდოდ ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მინისტრები განცხადებას გააკეთებენ.

მოგვიანებით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრება სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ერთ-ერთ რეგიონში, ადიამანში, სადაც სომხეთიდან ჩასული 30 მაშველი, მიწისძვრის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აწარმოებს. 

ბოლო მონაცემებით, თურქეთის სამხრეთით 6 თებერვალს მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 35 418 ადამიანი ემსხვერპლა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები