სინგაპურმა, ინდონეზიამ, ფილიპინებმა და ინდოეთის ზოგიერთმა მთავარმა დიპლომატიურმა პარტნიორმა, ნიუ დელის მოუწოდეს, რომ მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ ბრინჯის ექსპორტი განაახლოს.
ამის შესახებ ინფორმაციას Livemint ავრცელებს.
სინგაპურმა ინდოეთიდან დაახლოებით 110 000 ტონა ბრინჯი მოითხოვა.
"სინგაპურის სურსათის სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს იმპორტიორებთან, რათა გაზარდოს სხვადასხვა ჯიშის ბრინჯის იმპორტი სხვადასხვა წყაროდან. სინგაპური ასევე მჭიდრო კავშირშია ინდოეთის მთავრობასთან, რათა მოხსნას აკრძალვა (ექსპორტზე)", - ნათქვამია სააგენტოს პრეს - რელიზში.
ინდონეზიამ ასევე ივნისში, ამინდის პირობებით გამოწვეული მიწოდების შესაძლო შეფერხების გამო ინდოეთისგან 1 მილიონი ტონა ბრინჯის იმპორტის გეგმა ითხოვა.
თავის მხრივ, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ ინდოეთს ჰუმანიტარული ოპერაციებისთვის 200 ათასი ტონა ბრინჯი მოსთხოვა.
ინდოეთი ბრინჯის უდიდესი ექსპორტიორია და მსოფლიო ბაზრის 40% უკავია. ივლისის ბოლოს ინდოეთის მთავრობამ, შიდა ბაზარზე მიწოდების გაზრდისა და საცალო ფასების კონტროლის მიზნით აკრძალა თეთრი ბრინჯის ექსპორტი, გარდა ბასმატისა. თეთრი ბრინჯი ინდოეთიდან ექსპორტირებული მთლიანი ბრინჯის 25%-ს შეადგენს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება