ადამიანების საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვა, შრომის ბაზარზე შეფერხებას გამოიწვევს. ამასთან, ზოგადად, მომდევნო ხუთ წელიწადში ახალი ტექნოლოგიების უმეტესობის გავლენა შრომის ბაზარზე დადებითი იქნება.
ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეცვლის მსოფლიოს სამუშაო ადგილების თითქმის მეოთხედს. სამუშაო ადგილებზე ასევე გავლენას მოახდენს დიგიტალიზაცია, სუფთა ენერგიაზე გადასვლა და მიწოდების ჯაჭვების გადანაწილება.
მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების აზრით, კიბერუსაფრთხოების, დიდი მონაცემებისა და მდგრადი მართვის ტექნოლოგიების სპეციალისტების საჭიროება მსოფლიოში დასაქმების ზრდის მთავარი ფაქტორი იქნება.
მოხსენებიდან გამომდინარეობს, რომ ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგიების გაჩენა ავტომატიზირებს ან ჩაანაცვლებს პოზიციებს, რომლებიც დაკავშირებულია კომუნიკაციასთან და პროცესების კოორდინაციასთან.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოკითხული 800 კომპანიის დაახლოებით 75%-მა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ AI-ის დანერგვას თავიანთ საქმიანობაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
მათი შეფასებით, შედეგად 26 მილიონამდე სამუშაო ადგილი შემცირდება.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება