ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 19 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში რამდენიმე საზღვაო ზონა ნაოსნობისთვის დროებით სახიფათო გამოაცხადა.
ჩიკაგოს ხორბლის ფიუჩერსები დაახლოებით 7,8%-ით გაიზარდა და 7,22 დოლარს მიაღწია ბუშელზე. მანამდე ვაჭრობის მსვლელობისას ზრდამ 9%-ს მიაღწია.
რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტასთან დაკავშირებით, შავ ზღვაში ჰუმანიტარული დერეფანი იკეტება და 20 ივლისს მოსკოვის დროით 00:00 საათიდან უკრაინის პორტებში მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად განოხილება.
შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ასეთი გემები უკრაინის კონფლიქტში კიევის მხარეს ჩართულად მიიჩნევა.
„ნაკლებად სავარაუდოა „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივება, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი ესკალაცია“, - თქვა Rabobank-ის უფროსმა ანალიტიკოსმა მაიკლ მაგდოვიციმ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება