USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სემეკმა 15 მეგავატამდე ელექტროსადგურებისთვის ქსელთან მიერთების წესი დაამტკიცა

სემეკმა 15 მეგავატამდე ელექტროსადგურებისთვის ქსელთან მიერთების წესი დაამტკიცა

2023-02-16 15:25:33

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 15 მეგავატამდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ახალი წესი დაამტკიცა.

„ახალი რეგულაცია უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების მიმართ და მათ აძლევთ შესაძლებლობას წინასწარ განსაზღვრონ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯები და ვადები. 

წესით განისაზღვრა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების გამჭირვალე და სამართლიანი პრინციპები, ქსელთან მიერთების პირობები და შესაბამისი საფასურები.

ახალი რეგულაციის შესაბამისად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (არაუმეტეს 18 თვე) უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მზადყოფნა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებლად“, - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები