USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საწვავზე ფასის კლების რესურსი კიდევ არის - ეკონომიკის მინისტრი

საწვავზე ფასის კლების რესურსი კიდევ არის - ეკონომიკის მინისტრი

2023-03-13 17:38:22

საწვავზე ფასის კლების რესურსი კიდევ არის,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. 

„იმედი გვაქვს, რომ მარტში ინფლაცია კიდევ უფრო დაიწევს და ფასი შემცირდება როგორც სურსათზე, ასევე საწვავზე. საწვავის ფასის კლება, რაც ნავთბიმპორტიორებმა და დისტრიბუტორებმა განაცხადეს, სახეზეა. ფასი იკლებს, თუმცა ვფიქრობთ, ფასის კლების რესურსი კიდევ არის და ამაზე ინტენსიური დიალოგი იქნება”,- განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულების პარალელურად სამინისტროების მიერ სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა დააანონსა, რომელიც ქვეყანაში საწვავის ფასებს შეისწავლიდა. 

20 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ იმპორტიორები საწვავზე ფასს კიდევ შეამცირებენ. 

მთავრობის სხდომის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა,რომ შესაძლოა, „რეგულარზე“ ფასი 2-ლარამდე შემცირდეს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები