USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Saudi Aramco ჩინეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს

Saudi Aramco ჩინეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს

2023-03-27 09:09:59

საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco ჩინეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნავთობქიმიურ კომპლექსს ააშენებს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქარხნის საწარმოო სიმძლავრე დღეში 300 000 ბარელი იქნება, საიდანაც 210 000 ბარელით Saudi Aramco მოამარაგებს. ნავთობქიმიური კომპლექსს და წელიწადში 1,65 მლნ ტონამდე ეთილენისა და 2 მლნ ტონა პარაქსილენის წარმოებას შეძლებს.

ობიექტების მშენებლობა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქალაქ პანჯინში (ლიაონინგის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი) დაიწყება და ექსპლუატაციაში 2026 წლისთვის შევა.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები