USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმროები, რომელთა ამოქმედებაც აჭარაში 2023 წელს იგეგმება

სასტუმროები, რომელთა ამოქმედებაც აჭარაში 2023 წელს იგეგმება

2023-03-24 22:40:42

ამ ეტაპზე აჭარაში, 445 განთავსების ობიექტია რეგისტრირებული, სადაც 29 283 განთავსების ადგილია, - ინფორმაცია Business Insider აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიაწოდეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ 2022 წელს სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებების თანახმად რეგიონს 7 სასტუმრო დაემატა, სადაც 882 განთავსების ადგილია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის მოქმედი ხელშეკრულებების საფუძველზე 2023 წელს უნდა ამოქმედდეს: „სახელმწიფოსა და კომპანია „ეგორ სტრიმოვსკის“ შორის გაფორმებული კონტაქტის მიხედვით, კომპანიამ ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. მახუნცეთში 2023 წლის ივლისამდე უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 18 ნომრიანი სასტუმროს ამოქმედება.

კომპანია „გონიო ინნ“-მა ბათუმში, გონიოს დასახლებაში მდებარე 4 662 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრამდე სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლა უნდა უზრუნველყოს.

ასევე, კერძო პირმა აკაკი ვარშანიძემ ხულოს მუნიციპალიტეტის, რიყეთის თემში მდებარე 505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2023 წლის ივნისამდე ექსპლუატაციაში უნდა მიიღოს/აამოქმედოს კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობა.

იმავდროულად, „აისი სტატუს“-მა 2023 წლის 1-ელ ივნისამდე ხულოს მუნიციპალიტეტში, ბეშუმი, გოდერძის უღელტეხილზე მდებარე 64,77 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე მიმაგრებული 1597 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უნდა აამოქმედოს მრავალფუნქციური შენობა ნაგებობა არანაკლებ სასტუმროს 20  ნომრით.

შპს  „ბათუმი ჰოტელ დეველოპმენტმა“ ბათუმში, გოგებაშვილის ქ#10-ში  მდებარე შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 2522,27 კვმ მიწის ნაკვეთზე არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა  მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში ამოქმედება უნდა განახორციელოს.

შპს „ამბასადორი ბათუმა“ კი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში (ზანკა), რიყეთის თემში, კურორტ ბეშუმში მდებარე 2 676 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 85 ნომრიანი სასტუმრო უნდა გაუშვას ექსპლუატაციაში.

კომპანია „გუკამ“ კი 2023 წლის 1 სექტემბრამდე ექსპლუატაციაში უნდა მიიღოს ხულოს მუნიციპალიტეტის, რიყეთის თემში მინიმუმ 30 ნომრიანი სასტუმრო“, - ნათქვამია მიღებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები