USD 2.7484

EUR 2.8998

TRY 0.0797

GBP 3.4789

RUB 0.027361

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 72%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით გაიზარდა

მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 72%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით გაიზარდა

2023-04-07 12:17:16

 2023 წლის მარტში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 72%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მარტში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით  91,802 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის მარტი 53,316 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. მარტში აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 304 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის მარტი - 185 რეისი).

სამი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 256,213 მგზავრსა და 854 რეისს მოემსახურა. მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 61 %-ით გაიზარდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. შეგახსენებთ, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები