USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საგარეო ვალი 5 წელიწადში 54%-ით გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვალი 5 წელიწადში 54%-ით გაიზარდა

2023-02-28 13:20:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (MOF) ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოს საგარეო ვალი 2023 წლის იანვარში 22 მილიარდ 282 მილიონ ლარს შეადგენს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო საგარეო ვალი ლარში 14 მილიარდ 514 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ მონაცემების საფუძველზე ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ვალდებულებები 54 %-ით გაიზარდა.  

 

 

MOF მონაცემებზე დაყრდნობით სახელმწიფო ვალის ტრენდი აღმავალია.

 

                                             

 

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი ლარში 2.445 მილიონით შემცირდა, თუმცა ეს სხვა ვალუტებთან მიმართებით, ლარის გაცვლითი კურსის გამყარებამ გამოიწვია.  კერძოდ, დოლარში (USD) სახელმწიფო ვალი გაზრდილია 335 მილიონით, რაც დაახლოებით 4 პროცენტიანი ზრდის ტოლფასია. ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო საგარეო ვალდებულებები საშუალოდ 4% ით იზრდებოდა, თუ არ გავითვალისწინებთ 2020/01-2021/01 შორის არსებულ ნახტომისებრ 37 პროცენტიან ზრდას, რაც დიდ წილად გამოწვეულია COVID19-ის პანდემიის მდოგმარეობით.

 

                                               

 

2023 წლის იანვარის მდგომარეობით უმსხვილეს კრედიტორებს საქართველოსთვის წარმოადგენს:

  •  ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 938 მილიონით (15.21%),
  • მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) 901 მილიონით (14.61%),
  • მსოფლიოო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) 697 მილიონით (11.30%), საფრანგეთ $751 მილიონით (12,18%) და გერმანია 643 მილიონი ლარით (10.42%).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები