USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ავტოპარკში 2022 წელს 5-10 წლამდე ავტომობილების წილი გაიზარდა

საქართველოს ავტოპარკში 2022 წელს 5-10 წლამდე ავტომობილების წილი გაიზარდა

2023-03-04 00:42:49

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობამ 1 563.2 მილიონი შეადგინა.

2017 წელთან შედარებით, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 27.3% არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მთლიანი რეგისტრირებული ავტომობილებიდან 529 ათასი ავტომობილი თბილისში იყო დარეგისტრირებული რაც მთლიანი ავტოპარკის 33.9 პროცენტია.

2017 წლის მონაცემებთან შედარებით თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 18 პროცენტით არის გაზრდილი ( 448 ათასიდან 529 ათასამდე), რაც მთლიანი რეგისტრირებული ავტომობილების რეგისტრირების ზრდის ტემპს ჩამორჩება.

2022 წელს მთლიანი რეგისტრირებული ავტომობილების 82.9%  - 11 ან მეტი წლის წინ არის გამოშვებული, თუმცა 2017 წელს მთლიანი ავტოპარკის 88.9%  - 11 ან მეტი წლის წინ გამოშვებული ავტომობილები შეადგენდა.

ავტოპარკის გაახალგაზრდავება გამოიწვია 5 დან 10 წლამდე წარმოების ავტომობილების ოდენობის ზრდამ.

2022 წლის მდგომარეობით 5-10 წლამდე ავტომობილების ოდენობა მთლიანი ავტოპარკის 12.8% ია, 2017 წელს კი მხოლოდ 8% შეადგენდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები