USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან მინერალური წყლების ექსპორტი 2022 წელს 21.5% ით შემცირდა

საქართველოდან მინერალური წყლების ექსპორტი 2022 წელს 21.5% ით შემცირდა

2023-03-01 18:00:12

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოდან მინერალური წყლების ექსპორტმა 2022 წელს  203 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებს 21.5 პროცენტით ჩამორჩება (259 მილიონი ლიტრი).

 

 

 

                                                

 

 

ანალოგიურ ტრენდს აჩვენებს მინერალური წყლების ექსპორტი აშშ დოლარში.

2021 წელს 141 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტირებული მინერალური წყლის ღირებულება 20.5 პროცენტით -  112.5 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.

თუმცა, თანხობრივი ცვლილების გარდა არანაკლებ ყურადსაღებია ექსპორტირებული მინერალური წყლების საშუალო ლიტრის ღირებულება, რამაც 2022 წელს 0.553 დოლარი შეადგინა, 2018 წელს კი 0.688 იყო.

წლების მიხედვით ქართული მინერალური წყლის საშუალო სარეალიზაციო ღირებულებას  დაღმავალი ტრენდი აქვს, რაც სხვა სისტემური ფაქტორებით აიხსნება.

 

 

                                                

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები